თავზარდაცემულები ვართ, სახალხო დამცველის აპარატში გლოვაა - ომბუდსმენი

ნინო ლომჯარია დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ სამმართველოს ხელმძღვანელის, თემურ ქორიძის გარდაცვალების შესახებ წერს და ოჯახის წევრებს უსამძიმრებს: "დღეს სახალხო დამცველის აპარატში გლოვაა... ყველანი თავზარდაცემულები ვართ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგის, მეგობრის, თავდადებული საჯარო მოხელის, საუკეთესო მამის, კეთილშობილი და მართალი ღირებულებების ადამიანის, თემურ ქორიძის მოულოდნელად გარდაცვალების გამო...ვიზიარებ მისი ოჯახის წევრების და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას... ძალიან, ძალიან დაგვაკლდები, თემურ!" - წერს ნინო ლომჯარია.