თბილისში დაკარგული 7 წლის ბავშვი იპოვეს

თბილისში, აეროპორტის დასახლებიდან გაუჩინარებული მოზარდი იპოვეს. 

ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ის ბავშვის დეიდამ მიაწოდა. მისივე ინფორმაციით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ თბილისში 7 წლის ბიჭი დაიკარგა.

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი დღეს სკოლის ტერიტორიიდან გაუჩინარდა.