თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 30 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

"თელასის" ინფორმაციით, შეზღუდვა სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეეხება ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

ხოლო ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.