ხანძარი თბილისში - ადგილზე 14 სახანძრო ჯგუფია მობილიზებული - PHOTO

თბილისში, ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. 

მათივე ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.