თბილისი ენერჯი: დიღომი 7, დიღომი 8 და დიღომი 9 აფეთქებას გადაურჩა

„დიღომი 7“, „დიღომი 8“ და „დიღომი 9“ აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ კომპანია ,,თბილისი ენერჯიში" აცხადებენ. 

მათივე ინფორმაციით, „დიღომი ვილა გაზმა“ უნებართვოდ გადაჭრა „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი მაგისტრალური მკვებავი მილი და თავის მილს დაუერთა.

კომპანიის ცნობით, „თბილისი ენერჯის“ ჯგუფები ადგილზე მუშაობენ.