თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 

ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

report.ge-ის ინფორმაცით, შუახნის კაცს ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge -ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.