თბილისის აეროპორტში სპეცრეისი დაეშვა 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეცრეისი დაეშვა. „Georgian Airways“-ის თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს 179 მოქალაქე იმყოფებოდა. აეროპორტში სამედიცინო შემოწმების შემდეგ ისინი საკარანტინო ზონაში გადავლენ. 

საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ დარჩენილი მოქალაქეების დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ავიარეისს განახორციელებს.