თბილისის ბაგა-ბაღებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა

2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში არდადეგები გამოცხადდა. ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს. 

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დეზინფიცირება მოხდება. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან დაიწყოს. მოსწავლეები სკოლებიდან 16 მარტამდე იქნებიან დათხოვნილნი.