თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა. ტურისტული დანიშნულების წერტილი დამთვალიერებლებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. ჩანჩქერი 26 მეტრი სიმაღლისაა. მის თავზე განლაგებულია ხიდი, არბორეტუმი და ხმელთშუაზღვეთის მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთი. 

თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. დილის საათებში -2 -4 გრადუსი დაფიქსირდა ხოლო დღის განმავლობაში +2, +4 გრადუსი.