თბილისის ეროვნულ პარკში რეინჯერების დღე აღნიშნეს

რეინჯერების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისის ეროვნულ პარკში რეინჯერებს ახალი სამუშაო ფორმები გადასცა. გამართულ ღონისძიებაზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერები იღებდნენ მონაწილეობას. 

რეინჯერებისთვის ფორმები დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან პარტნიორობით USAID-მა შეიძინა.