თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშია ჰოსპიტალიზებული - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ბავშვთა ინფიცირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ამ კატეგორიის პაციენტებში მშობლების უდიდესი უმეტესობა აცრილი არ არის. 

"თბილისის ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია ჰოსპიტალიზებული ინფიცირებულ მშობლებთან ერთად, აქედან მხოლოდ 4 მშობელია ვაქცინირებული.

აიცერით თქვენი შვილებისთვის მაინც!", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.