თბილისის ერთ უბანში საავტომობილო მოძრაობა შეცვლილია

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. 

31 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ცალმხრივად, ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით.

ვაშლიჯვრიდან ნუცუბიძის მიმართულებით კი მოძრაობა დაშვებულია „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!