თბილისის ქუჩებში ISUZU-ს მარკის ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

თბილისის ქუჩებში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. მუნიციპალური ავტოპარკის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში კახა კალაძე ახალ ავტობუსებს წარადგენს. პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართება. ავტოპარკი ISUZU-ს მარკის ახალი, 8 მეტრიან ავტობუსებით ჩანაცვლდება.

ავტოპარკის ჩანაცვლების პროცესი თბილისის მერმა ჯერ კიდევ იანვარში დააანონსა. კახა კალაძემ მაშინ აღნიშნა, რომ მერია 220 ახალ ავტობუსს შეიძენს, რისთვისაც 69 მლნ ლარია გათვალისწინებული.