თბილისის ქუჩები, სადაც ელექტროენერგია შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 23 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, ევგენი ხარაძის, შეშელიძის, ხიზამბარელის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, გოცირიძის და გორკის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, სიმონ ჩიქოვანის, დოლიძის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.