თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 18 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი III მასივის VII კვარტლის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მებაღეობის, ალადასტურის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ონიაშვილის, ლვოვის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, გამყრელიძის, ლომონოსოვის, ვაზისუბნის, ცხინვალის და ოდესის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ნავთლუღის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, დიუმას, ცინცაძის, ვერცხლის, კოტე აბხაზის, შალვა დადიანის, აბესაძის, ლერმონტოვის, ყავლაშვილის, ოქრომჭედლების და ავლევის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლოზ ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, შავთელის, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის, ნაკაშიძის და ავლევის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ხეხილსანერგე მეურნეობის, ზეთისხილის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.