თბილისის ქუჩები, სადაც 29 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ, 29 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაზოს, ბაღნარის, მონასტრის, ჭედიას, წყალსადენის, შუშის და წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.