თბილისის მერია საახალწლო განათებების მონტაჟს იწყებს

თბილისის მერია საახალწლო განათებების მონტაჟს იწყებს. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების გამო, გვიან ღამიდან რამდენიმე უბანში საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება. 

"ამაღამ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - „კინო საქართველოდან“ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - „ისნის“ მეტროსადგურამდე,"-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.