თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

ტემპერატურის ცვლილების გამო, 25 ნოემბრიდან დედაქალაქში მოქმედი ყველა შადრევანი გაითიშება. ამის შესახებ report.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს. 

"ზამთრის დადგომისას, შადრევნების გამორთვა და მომავალი წლისთვის მომზადება ყოველწლიურად ხორციელდება.

დედაქალაქში არსებული 50-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი კი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია.

ყველა მათგანი გაზაფხულზე, ტემპერატურის მატების შემდეგ ჩაირთვება" - აღნიშნულია ინფორმაციაში.