თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ინფიცირებული მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელია.

ინფიცირებული თანამშრომელი სამსახურში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურად მუშაობდა, თუმცა როგორც მერიაში აცხადებენ, ტესტირება უკვე ჩაუტარდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მერიის შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.