თბილისის მეტრო მუშაობას აჩერებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისის მეტრო არ იმუშავებს, - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდვითარების სტაბილიზაციის მიზნით მთავრობა შემდეგ ზომებს მიმართავს:

28 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის თბილისის მეტრო არ იმუშავებს.

ამასთანავე, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში დაიწყება შეზღუდვების შემსუბუქება და მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვით.

3 იანვარი-15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში.

16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება დღეს მიიღო.