თბილისის მეტროში მოძრაობა აღდგა

თბილისი მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლდა. აღდგა მატარებლების მოძრაობა. ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო, დღეს, 15:40 საათიდან, დროებით შეჩერებული იყო მგზავრთა მომსახურება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ტექნიკურმა ჯგუფმა დროულად შეძლო ხარვეზის აღმოფხვრა.

ამ ეტაპისთვის, მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მგზავრთა გადაყვანას.