თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 11 ივნისს ელექტრომომარაგება თბილისის მოსახლეობის ნაწილს დროებით შეეზღუდება. 

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილისა და კავსაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას, დიდი ხეივნის, ნიშნიანიძის, გორგასლის, სოლომონ მეორის, ორთაჭალის, ნადიკვარის, წინანაურის, მარტვილის, ბეჟან კალანდაძის, ბერძნის, გრიშაშვილის, ეფრემ მცირესა და ოპრეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება: ახუნდოვის ქუჩის მოსახლეობას.

რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სიხარულიძის, ყურაშვილის, ბობ უოლშის, ლიხაურისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 05:00-07:00 საათებში შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის, მანჯგალაძის, სააკაძის, ცინცაძის, სვანეთის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, ნიკო მარის, რიონჰეისის, ჭიჭინაძის, იმერეთის, დიდი ჯიხაიშისა და ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კავთისხევის, ჭყონდიდელის, მელქისედეკ პირველის, დეპოს, მრევლიშვილის, კოხრეიძის, საყვირისა და სვანეთის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში კი გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის „ა“ მიკრორაიონისა და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

რაც შეეხება ისნის რაიონის მცხოვრებლებს, მათ შეზღუდვა 11:00-დან 16:00 საათამდე შეეხება. კონკრეტულად კი კახეთის ხევის, საინგილოსა და შორაპნის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.