თბილისის მეტროში შეფერხება იყო

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. 

როგორც report.ge-ს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროპოლიტენის ე.წ. მეორე ხაზზე მოძრაობა 20-25 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო.

მათივე ცნობით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.