თბილისის ნაწილს 14 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 14 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, -  ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, მესხეთის, კობცოვის, ტატიშვილის, ბეგიაშვილის, ხარაბაძის, ორბელების, ჩოჩუას, ლაღიძის, მათიაშვილის და ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ხიზანიშვილის და ლესელიძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის, გამსახურდიას, ბროლოსანის, შორსის, კოსტავას, ბახტრიონის, იოსებიძის, სულაკაურის და ხვიჩიას ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, მინდელის, ანჯაფარიძის, ნუცუბიძის და ბედიას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და გიორგი წერეთლის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ვარკეთილი-3 III, IV, X კვარტლების, კალოუბნის, შუამთის, თრიალეთის, აბრამიშვილის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსმონავტების სანაპიროს და ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ორთაჭალის და გორგასლის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 09:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების და რომელაშვილის ქუჩის მოსახლეობას. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ადამიას და ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.