თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი" ავრცელებს.

ვაკის რაიონი -10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.

15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და სტუდქალაქის ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი -11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დები იშხნელების, იოსებიძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და 26 მაისის მოედნის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი -10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, ქიზიყის და სამგორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი - 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სამასი არაგველის, არბოშიკის, ორთაჭალჰესის, შავსოფლის, იალბუზის, ბოდბის, ლუსინიანის, ბოჭორმის და გლახო ზახაროვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი -10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მოკრორაიონის, ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი - 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის და ზიგზაგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი- 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თხინვალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ვეძინის, რიწის, ყიფიანის, ცხემის, მესხის, ძმები ზუბალაშვილების, არსენას, ზაალ ქიქოძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.