თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, პირველ მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იყალთოსა და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), რაზმაძის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, მცხეთის, შროშისა და ბესიკ ბურკიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქერჩის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, აკაკი ვასაძისა და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სამუელ ბუაჩიძისა და ალექსანდრე ბარამიძის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.