თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია "თელმიკოს" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, 2 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ვანის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.