თბილისის რამდენიმე ქუჩაზე დღეს მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 19:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება სიმონ კანდელაკის ქუჩაზე. ამაღამ, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის ქუჩის კვეთიდან - გიორგი მინდელის ხიდამდე.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.