თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 26 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგებს დროებით შეეზღუდება. "თელასის" განცხადებით ელექტრომომარაგების წყვეტა გეგმიური სამუშაოებითაა განპირობებული. 

მთაწმინდის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის, ნიკო მუსხელიშვილის, დავით კვაჭანტირაძის, შალვა მშველიძის, ვალერი უტუაშვილის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.