თბილისის უბნები, სადაც ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კერძოდ, დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კედიას ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის II, IVბ მიკრორაიონების და ალეკო გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას.

ამასთან, გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირი კურსანტების და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების I ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.