თბილისის ზოოპარკს ჟირაფი ეყოლება

თბილისის ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ. ინფორმაცია ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ Report.ge-სთან საუბარში დაადასტურა.

"ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ვოლიერების მშენებლობა, მართალია დღეს და ხვალ არა, თუმცა დაახლოებით ერთ წელში ჟირაფი გვეყოლება"- განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა.