გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 6 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის, ოქროყანის, ამაღლების, შინდისის, მესხის და შხეფის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების და ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, ემხვარის, სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგოლის, ფიროსმანის, კონსტიტუციის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, დოლიძის, დადიანის, ჩიტაიას, სურამის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, ფოცხვერაშვილის, სურამის, ნინოშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
,,კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ ,,თელასში".