თბილისსა და ბათუმში შემთხვევების 100% "დელტა" შტამია - იმნაძე

თბილისსა და ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების 100% "დელტა“ შტამს წარმოადგენს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ქვეყანაში „დელტა+“-ის 10 შემთხვევაც არის დადასტურებული.

„მოგეხსენებათ, რომ თბილისსა და ბათუმში მთლიანად „დელტა“ შტამი ტრიალებს უკვე, დანარჩენ საქართველოში 80%-მდე“, - განაცხადა იმნაძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.