თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 14 მაისის 22:00 საათიდან 15 მაისის 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, აბაშიძის, მიშველაძის, ცხვედაძის, ტაბიძის, დარიალის და ძმები კიკნაველიძეების ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.