თბილისში იმუნიზაციის 30-მდე კაბინეტს დაამატებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში მომავალი კვირიდან იმუნიზაციისთვის კაბინეტებს დაამატებენ.

მისივე თქმით, დედაქალაქში ვაქცინაციაზე მოთხოვნა დიდია და ადგილები სწრაფად ივსება.

"თბილისში გარკვეული პრობლემები იყო და არის ჯერჯერობით ჩაწერასთან დაკავშირებით. სწრაფად ივსება, როცა ახალი კაბინეტები იხსნება, მაგრამ ორშაბათ-სამშაბათიდან სულ მცირე, 30 კაბინეტი დაემატება და ეს პრობლემა მოიხსნება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.