თბილისში ხანძარს მეხანძრე-მაშველების 13 ჯგუფი აქრობს

თბილისში, სამგორის რაიონში, ქაიროს ქუჩაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 13 ეკიპაჟი მონაწილეობს.

როგორც report.ge -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

უწყების ცნობით, ახლომდებარე კორპუსებზე ცეცხლის გადადების საფრთხე არ არსებობს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ცნობისთვის, ხანძარი 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნაგებობას გაუჩნდა. გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.