თბილისში, 20 წლის გოგონა მამამ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვა

თბილისში, 20 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ანა შონია ზუგდიდიდან იყო, ის დედაქალაქში დროებით საცხოვრებელ ბინაში, ქირით ცხოვრობდა. გარდაცვლილი მამამ სააბაზანოში იპოვა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.