ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან უმეტესობა თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს გამოვლენილი 1 872 შემთხვევიდან, თბილისში ფიქსირდება - 912, აჭარაში - 296, იმერეთში - 337, ქვემო ქართლში - 89, შიდა ქართლში - 54, გურიაში - 32, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 90, კახეთში - 13, მცხეთა-მთიანეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.
ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა გახლავთ 18 692. 3 832 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში დღეის მდგომარეობით გადანაწილებულია - 1 969, აჭარაში - 657; მძიმე პაციენტი - 401, მათ შორის, თბილისში - 159, აჭარაში - 80. მათგან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 117 პირი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 23. 2 249 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 216 - აჭარაში, ხოლო 775- თბილისში; 12 611 სრულ კურსს გადის ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 769 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 748, აჭარაში - 1937", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.