თბილისში 99 ბაღი დაიკეტა

თბილისის 186 ბაგა-ბაღიდან 99 ბაღი დაკეტილია. მიზეზი სააღმზრდელო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელებაა. 

ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 53 ბაგა-ბაღის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებული აღსაზრდელი იყო, ხოლო 46 შემთხვევაში ბაღის თანამშრომელი.

ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ.