თბილისში ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა

ორთაჭალაში, ქვეითს მანქანა დაეჯახა. დაშავებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.