თბილისში ახალგაზრდა კაცმა ორსულ ცოლს სცემა და ხელი მოატეხა

თბილისში 30 წლამდე კაცმა საკუთარ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და ხელი მოატეხა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. ქალი 3 თვის ორსულია, ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.