თბილისში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. ავტომობილი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე, გვირაბში ამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირზე ავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა მუხლითაა აღძრული.