თბილისში ავარიული სახლი ჩამოინგრა

თბილისში, მთაწმინდაზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე ორსართულიანი, ავარიული შენობა ჩამოინგრა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, არ არის მსხვერპლი.

მათივე ცნობით, სახლი მიტოვებულია და იქ არავინ ცხოვრობდა.