თბილისში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფოს დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.