თბილისში ავტომობილს ხე დაეცა

თბილისში, თამარ მეფის ხიდთან გაჩერებულ ავტომობილს ხე დაეცა. 

როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები.