თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, მაღაზია "ნოსტეში" ხანძარი გაჩნდა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. 

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.