თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითს ავტობუსი დაეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. 

არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.