თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

"შეზღუდვა დღეს, ბაგები-წყნეთის გზაზე, 19:00-დან 23:00 საათის ჩათვლით იმოქმედებს. მოძრაობა შეფერხებულია ვაკის პარკიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ტრანსპორტის მოძრაობა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიმდინარე საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება," - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.