თბილისში დაკარგული ბიჭი იპოვეს

თბილისში დაკარგული ახალგაზრდა იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ავრცელებს. 

როგორც ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე წერს, გიორგი ჭოლოკავა თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელად არის.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა კაცს ოჯახის წევრები და მეგობრები 31 აგვისტოს შემდეგ ეძებდნენ.