თბილისში დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 5 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრეოენერგია შეეზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), დირსიჭალის, მანავის, დოდაშილის, ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, აბრამიშვილის, ჩოლოყაშვილის და სახალხოს ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.